კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული Rooms Hotel Tbilisi-ის მზარეული გახდა
31 მაისი 2015
კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ერეკლე ღონღაძე Rooms Hotel Tbilisi-ის მზარეული გახდა.
ერეკლე პირველადი პროფესიით ფინანსისტია და ბითიეი ბანკში სესხის გაცემის ექსპერტად მუშაობდა.
მოგვიანებით, ის კულინარიის აკადემიის სტუდენტი გახდა და მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა გაიარა.
Rooms Hotel-ში მუშაობის დაწყებამდე, ერეკლე რესტორან "Strada"-სა და რესტორან "Terrace" -ზე მზარეულად მუშაობდა.