კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა კაფე "ასკილი" გახსნა

06 ოქტომბერი 2015

რუსთავში გაიხსნა ახალი კაფე "ასკილი", რომლის თანამფლობელი და კონდიტერი არის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, მარიამ კიკალეიშვილი.

მარიამმა კულინარიის აკადემიის კონდიტერის პროგრამა გაიარა და მოგვიანებით გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად შეექმნა თავისი კაფე.

მარიამს დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ის არის ამავე უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

მსგავსი სიახლეები