კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა რესტორანი გახსნა
22 ივნისი 2015
საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა, მიშა დათებაშვილმა ბურგერების რესტორანი გახსნა - PIPES Burger Joint.
მიშა რესტორნის არა მხოლოდ მეპატრონეა, არამედ მისი შეფ-მზარეულიცაა. მისი როგორც შეფ-მზარეულის ფუნქციებშია: რესტორნის სამზარეულოს მართვა, კერძების შექმნა-მომზადება, მენიუს შემუშავება, მზარეულების მენეჯმენტი.
აღსაღნიშნავია, რომ რესტორნის ლოგოც თავად მიშას შექმნილია.
მიშა პირველადი პროფესიით იურისტია. ასევე, იგი რამდენიმე კომპანიაში გრაფიკულ დიზაინერადაც მუშაობდა.
მიშას კულინარია ბავშვობიდან აინტერესებდა და ერთ დღესაც მიხვდა, რომ ოფისში მუშაობით ძალიან დაიღალა და ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გატაცებისათვის პროფესიის სახე მიეცა. შედეგად, 2014 წელს საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამა გაიარა. საკუთარი რესტორნის გახსნამდე, იგი მუშაობდა Rooms Hotel Tbilisi-ში შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.