კულინარიის აკადემიის ლექტორი 2014 წლის საუკეთესო კულინარად დასახელდა

14 მაისი 2015

ჟურნალმა EGO-მ 2014 წლის საუკეთესო კულინარად საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი, გიორგი იოსავა დაასახელა.

გიორგი პირველადი პროფესიით იურისტია. 27 წლის ასაკში გადაწყვიტა მზარეული გამხდარიყო და დაახლოებით 10 წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობს.

გიორგის დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, ის იყო: რესტორან "STRADA"-ს შეფ-მზარეული, რეტორანი "ტერასას" შეფ-მზარეული, Expo-Georgia-ს შეფ-მზარეული, Tbilisi Marriott-ის მზარეული, კაფე "Angelato"-ს მზარეული, რესტორან Loft-ის მზარეული და ა.შ.

ამჟამად, ის საკუთარი Burger House-ის გახსნაზე მუშაობს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებთან ერთად.

მსგავსი სიახლეები