კულინარიის აკადემიის სტუდენტები რესტორან Vitamin-ის მზარეულები გახდნენ
08 ივლისი 2015
კულინარიის აკადემიის სტუდენტები, ოთო გოგუაძე და დიმიტრი ბადრიძე რესტორან Vitamin-ის მზარეულები გახდნენ.
მათ ფუნქციებში შედის რესტორნის კერძების შექმნა-მომზადება, კერძების მომზადებისათვის საჭირო ხარჯთაღიცხვის შემუშავება, სხვასახვა ღონისძიებებისათვის ფურშეტის დაგეგმვა.
ოთო და დიმიტრი კულინარიის აკადემიის მზარეულის 7-თვიან პროგრამაზე სწავლობენ. ოთო პირველადი პროფესიით ენერგეტიკოსია, ხოლო დიმიტრი კულინარიის აკადემიის პარალელურად ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს.