კულინარიის აკადემიის სტუდენტი რესტორნის შეფ-მზარეულად დაინიშნა

09 მაისი 2015

კულინარიის აკადემიის სტუდენტი ნუცა ბაიაძე რესტორან Birdy Birdy-ს შეფ-მზარეული გახდა.

მის ფუნქციებშია რესტორნის კერძების შექმნა-მომზადება და დამხმარე მზარეულების მენეჯმენტი.

ნუცა პირველადი პროფესიით მარკეტერია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ბოლო კურსზე გადაწყვიტა, რომ კულინარიული სფერო ყველაზე მეტად აინტერესებდა და კულინარიის აკადემიის სტუდენტი გახდა.

ნუცამ კულინარიის აკადემიის როგორც  მზარეულის, ისე კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამები გაიარა. 

მსგავსი სიახლეები