კულინარიისა და ღვინის ფესტივალი 2017

02 მაისი 2017

30 აპრილს კულინარიის და ღვინის ფესტივალით დაიხურა კახა ბენდუქიძის კვირეული. ფესტივალზე შედგა პირველი ქართული კულინარიული ნაშრომის “ბარგატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნის“ ადაპტირებული ვერსიის პრეზეტნაცია.

წიგნი ხელახლა ვახო ბაბუნაშვილის ავტორობით ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა. მასში შესული ყველა კერძი ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ დამზადდა და გათანამედროვებული რეცეპტები ხელახლა დაიწერა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო: - კულინარიის აკადემიის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ 200 წლის წინანდელი რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძები და რეცეპტები წიგნიდან;

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტების საავტორო ღვინოები, რომლებიც მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგია.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები თვითონ ახდენენ ყურძნის ჯიშისა და ტექნოლოგიის შერჩევას, კრეფენ ყურძენს, ამუშავებენ მას, ახდენენ ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, დაავადებების პრევენციას, ქმნიან ბოთლის ეტიკეტის დიზაინს და სხვა საჭირო პროცესებს ახორციელებენ.

ღონისძიებას 600-ზე მეტი მსურველი ესწრებოდა.

ფოტოალბომი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მსგავსი სიახლეები