კულინარიული ფესტივალი

22 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის კვირეული სრულდება კულინარიული ფესტივალით 23 აპრილს. 

კულინარიული ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ორი საჯარო ლექცია:

1. „იხვის ტოლმა და ბუს კვერცხები” - ლექცია შეეხება კახა ბენდუქიძის მიდგომას ქართული სამზარეულოს მიმართ და ქართული სამზარეულოს პერსპექტივებს. 
პრეზენტატორი: ცნობილი მუსიკოსი და კულინარიის აკადემიის ლექტორი, ვახო ბაბუნაშვილი 

2. „კულინარიის აკადემიიდან საკუთარ ბიზნესამდე“. პრეზენტატორი: კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული და ბურგერების რესტორნის PIPES burger joint-ის დამფუძნებელი, მიშა დათებაშვილი. 

ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება კახა ბენდუქიძის რეცეპტით შექმნილი იხვის ტოლმა და PIPES burger joint-ის ბურგერები.

მსგავსი სიახლეები