კულინარიული შეჯიბრი

08 მაისი 2017

2017 წლის 5 მაისს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად უმასპინძლა კულინარიულ კონკურსს. ღონისძიება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა 3 ჯგუფი:
- აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული ლუკა ნაჭყებია და სტუდენტი ნათია დანელია;
- USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული ერეკლე ღონღაძე და სტუდენტი ლიზა რურუა;
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი აბსანძე და სტუდენტი კატია ჯანაშია.

სამივე ჯგუფს გადაეცა ერთი და იგივე პროდუქტი და მათ დაევალათ მთავარი კერძის 40 წუთში მომზადება.

მომზადებულ კერძები შეაფასეს ჟიურის წევრებმა: ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეფ-მზარეულმა, მერიკო გუბელაძემ და ბახვა ბრეგვაძემ, მსახიობმა.

გაიმარჯვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის გუნდმა.

მსგავსი სიახლეები