კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
23 მარტი 2026
ვეტერინარიუმში მოიყვანეს ბივერ იორკშირული ტერიერი მილი მას შემდეგ, რაც წინა დღეს დაეწყო სისხლიანი ღებინება და ფაღარათი.
ვეტერინარიუმში მილის ჩაუტარდა მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა კლინიკის ექოსკოპისტის ნუცა ბესაშვილის მიერ. კვლევის შედეგად კუჭში აღმოჩნდა უცხო სხეული.
შემდეგ პაციენტს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც დაადასტურა უცხო სხეულის არსებობა.
მილის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა გასტროსკოპიის გაკეთება. ვინაიდან პროცედურა ანესთეზიით ტარდება, წინასაანესთეზიო კვლევები ჩატარდა.
კვლევების შედეგების გათვალისწინებით, მილის გასტროსკოპია გააკეთა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა გიორგი ჯაფარიძემ, რის შედეგადაც განხორციელდა უცხო სხეულის ევაკუაცია.
გასტროსკოპიის შემდეგ მილის გაუკეთდა პირის ღრუს სანაცია და კბილების ექსტრაქცია ბარბარე ქურციკიძის მიერ.
ანესთეზიის პროცესი წარმატებით მართა ნათია რობაქიძემ.
ამჟამად მილი სტაბილურ მდგომარეობაშია.
და გადის თერაპიულ მკურნალობას. მისი მკურნალი ვეტერინარია ნინო ყუშიტაშვილი.
ვეტერინარიუმში გასტროსკოპია ტარდება თანამედროვე ვეტერინარული დრეკადი ენდოსკოპიური სისტემის Vetina ES3-ის გამოყენებით. ანესთეზია კი ხორციელდება Veta 5 Premium სისტემით, რაც უზრუნველყოფს პაციენტის სრულფასოვან მონიტორინგს, ინჰალაციური ანესთეზიის უსაფრთხო ჩატარებას და ფილტვების ეფექტურ ვენტილაციას მართვითი სუნთქვის სისტემის მეშვეობით.
მილი არის ჩვენი ანესთეზიოლოგის ძაღლის წიწის დედა. წიწი არაერთხელ გინახავთ კლინიკაში.
პირველ ფოტოზე არის დედა მილი, ხოლო ბოლო ფოტოზე შვილი წიწი.
მსგავსი სიახლეები
06 აპრილი 2026
სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია კატაში
05 აპრილი 2026
დონორი სუპერგმირების კლუბი
04 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის გუნდს თერაპიის მიმართულებით რიჩარდ თავდგირიძე შემოუერთდა
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026