ლაბორატორია “TestLab”-მა აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
22 მაისი 2014
აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორიამ “TestLab”-მა სსტ ისო/იეკ 17025-2010 მოთხოვნების შესაბამისობის აკრედიტაცია წარმატებით გაირა (აკრედიტაციის მოწმობა GAC-TL-0060, მოქმედების ვადა 16.05.2014-16.05.2018 წ.წ.)
ლაბორატორიას გააჩნია მრავალწლიანი (1997 წლიდან) გამოცდილება პროდუქციის ხარისხის იდენტიფიკაციაში. ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო მოიცავს:
- ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელები, ძმარი;
- ხილი, ბოსტნეული და მათი გადამუშავების პროდუქტები;
- თაფლი;
- სუფრის მარილი;
- ჩაი, ყავა და სანელებლები;
- მცენარეული წარმოშობის გენმოდიფიცირებულ პროდუქტების და ნედლეულს ტესტირება.
უახლესი აპარატურით და შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვა იძლევა საშუალებას პროდუქციის ხარისხის დასადგენად. ლაბორატორიას მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ლაბორატორიათაშორისო გამოცდებში, რაც დადასტურებულია შესაბამისი სერთიფიკატებით .
ძირითადიაღჭურვილობა:
- გაზური ქრომატოგრაფი Clarus500(ფირმა PerkinElmer, აშშ) - ტოქსიკური მიკრომინარევების, არომატული და აქროლადი კომპონენტების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა;
- სტაბილური იზოტოპების მას–სპექტრომეტრის „ Delta V Advantage “ (ფირმა ThermoFisher, გერმანია) საკვლევ ნიმუშში განისაზღვრება სხვადასხვა სტაბილურ იზოტოპური ელემენტების შეფარდება: 15N/14N, 13C/12C, 18O/16O,;
- ატომურ–აბსორბციული სპექტრომეტრი AAnalyst-400გრაფიტული ატომიზატორით HGA900 (ფირმა PerkinElmer, აშშ), მაკრო-, მიკრო- და ტოქსიკური ელემენტების ფართო სპექტრის განსაზღვრა;
- სითხური ქრომატოგრაფი ProStar მას–სპექტრომეტრით 500-MS(ფირმა Varian, აშშ), – ორგანული მჟავები, ფენოლკარბომჟავები, ანტოციანები, შაქრები, , მიკოტოქსინები და სხვა ორგანული ნაერთების ანალიზი.
- გაზური ქრმატოგრაფი “Agilent” - პესტიციდები;
- თხევადი სცინტილაციური ბეტა-გამოსხივების მთვლელი LS 6500 (ფირმა Beckman Instr, აშშ) რადიონუკლიდების განსაზღვრისათვის.
- ფლუორომეტრი Quantech TM (Barnstead/Turner, USA);
- სპექტრიფოტომეტრი Genesis 10 UV /USA/;
- გენეტიკური კვლევებისთვის საჭირო აპარატურა - Labnet Thermal Cycler (USA), Labnet Accublock, CBS gel-electrophoresis (USA).