ლაბორატორია “TestLab”-მა აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

22 მაისი 2014

აგრარული  უნივერსიტეტის  საგამოცდო ლაბორატორიამ “TestLab”-მა სსტ ისო/იეკ 17025-2010 მოთხოვნების შესაბამისობის აკრედიტაცია წარმატებით გაირა (აკრედიტაციის მოწმობა  GAC-TL-0060, მოქმედების ვადა 16.05.2014-16.05.2018 წ.წ.)

ლაბორატორიას გააჩნია მრავალწლიანი (1997 წლიდან) გამოცდილება პროდუქციის ხარისხის იდენტიფიკაციაში. ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო მოიცავს:

- ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელები, ძმარი;

- ხილი, ბოსტნეული და მათი გადამუშავების პროდუქტები;

- თაფლი;

- სუფრის მარილი;

-  ჩაი, ყავა და სანელებლები;

- მცენარეული წარმოშობის გენმოდიფიცირებულ პროდუქტების და ნედლეულს ტესტირება.

უახლესი აპარატურით და შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვა იძლევა საშუალებას პროდუქციის ხარისხის დასადგენად. ლაბორატორიას მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ლაბორატორიათაშორისო გამოცდებში, რაც დადასტურებულია შესაბამისი სერთიფიკატებით .

ძირითადიაღჭურვილობა:

  • გაზური ქრომატოგრაფი Clarus500(ფირმა PerkinElmer, აშშ) - ტოქსიკური მიკრომინარევების, არომატული და აქროლადი კომპონენტების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა;
  • სტაბილური იზოტოპების მას–სპექტრომეტრის „ Delta V Advantage “ (ფირმა ThermoFisher, გერმანია)  საკვლევ ნიმუშში განისაზღვრება სხვადასხვა  სტაბილურ იზოტოპური ელემენტების შეფარდება: 15N/14N, 13C/12C, 18O/16O,;
  • ატომურ–აბსორბციული სპექტრომეტრი AAnalyst-400გრაფიტული ატომიზატორით HGA900 (ფირმა PerkinElmerაშშ), მაკრო-, მიკრო- და ტოქსიკური ელემენტების ფართო სპექტრის განსაზღვრა;
  • სითხური ქრომატოგრაფი ProStar მას–სპექტრომეტრით 500-MS(ფირმა Varian, აშშ), – ორგანული მჟავები, ფენოლკარბომჟავები, ანტოციანები,  შაქრები, , მიკოტოქსინები და სხვა ორგანული ნაერთების ანალიზი.
  • გაზური ქრმატოგრაფი “Agilent” - პესტიციდები;
  • თხევადი სცინტილაციური ბეტა-გამოსხივების მთვლელი LS 6500 (ფირმა Beckman Instrაშშ) რადიონუკლიდების განსაზღვრისათვის.

- ფლუორომეტრი Quantech TM (Barnstead/Turner, USA);

- სპექტრიფოტომეტრი Genesis 10 UV /USA/;

- გენეტიკური კვლევებისთვის საჭირო აპარატურა - Labnet Thermal Cycler (USA), Labnet Accublock, CBS gel-electrophoresis (USA).

მსგავსი სიახლეები