ლაბორატორიული სემინარები განვითარების ბიოლოგიაში

03 ნოემბერი 2014

27-31 ოქტომბერს კამპუსში, გოეთეს ინსტიტუტის Brain Map 2014-ის ფარგლებში ჩატარდა ლაბორატორიული სემინარები განვითარების ბიოლოგიაში.

სემინარების ფარგლებში სტუდენტები განვითარების ბიოლოგიის მთავარ პრინციპებს მოდელური ორგანიზმების მაგალითზე გაეცნენ.

განვითარების ბიოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, თუ როგორ ვითარდება ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან მრავალი სხვადასხვა ფუნქციის მქონე უჯრედი, რომლებიც ქსოვილებად, ორგანოებად და საბოლოოდ ერთ კომპლექსურ ორგანიზმად ყალიბდებიან.

სტუდენტები განვითარების ბიოლოგიის ძირითად პრინციპებს, ლაბორატორიული სამუშაოების დროს, ზებრასებრი თევზის და დროზოფილას განვითარების ადრეულ ეტაპებზე დაკვირვებით და მათი განვითარებაზე ტოქსინების მოქმედების შედეგად მომხდარი ცვლილებების საფუძველზე სწავლობდნენ.

სემინარები აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა და ჯამში 16, მათ შორის აგრარული უნივერსიტეტის 8 სტუდენტი მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები