ლალი მოსიაშვილის საჯარო ლექცია კამპუსში

22 მაისი 2015

21 მაისს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა ლალი მოსიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: მცენარეთა ინ ვიტრო კულტურები: მეთოდები და გამოყენება.

ლექცია ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის კლუბის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში.

კლუბის ორგანიზებით უნივერსიტეტის პროფესორები კვირაში ერთხელ წაიკითხავენ შემეცნებით ლექციებს მათ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით.

ლექციები საინტერესო იქნება, როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პირველკურსელებისათვის, რომლებსაც ჯერ არ აურჩევიათ მომავალი სპეციალობა და, ზოგადად, ბიოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულთათვის.

მსგავსი სიახლეები