ლარს კოლინდის საჯარო ლექცია
02 ნოემბერი 2022
26 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ლიდერობის სკოლის მოწვევით ლარს კოლინდმა საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ინოვატორებისა და მომავალი ბიზნესლიდერებისთვის იყო განკუთვნილი.
ლექციის მთავარი თემა იყო: როგორ გაზარდოთ წარმატებული ბიზნესი საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით?
ამ შეხვედრაზე დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა:
შეხვედროდნენ მსოფლიოს 30-ზე მეტი კომპანიის შექმნისა და სტრატეგიული განვითარების გამოცდილების გამზიარებელს, რომელმაც შთააგონა ბიზნესლიდერები LEGO-დან დაწყებული Grundfos-ით დამთავრებული;
მიიეღოთ ინფორმაცია ბიზნესის ისეთი ინოვაციური მოდელების (მაგ.: „სპაგეტი ორგანიზაცია“ (Spaghetti Organisation), არაიერარქიული მენეჯმენტი, სამუშაო ჯგუფზე მორგებული დინამიკური სამუშაო სივრცეები) შემქმნელისგან, რომლებიც წარმატებით დაინერგა სხვადასხვაგვარ ბიზნესებში;
გაეგოთ, როგორ მოეხდინათ გავლენა და პოზიტიური წვლილი შეეტანათ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში.
მსგავსი სიახლეები
06 მარტი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა გაიმართა
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026