ლაშა-გიორგი ჯაფარიძე და სტეფანო დელ მედიკო Intrauma-ს V საერთაშორისო სიმპოზიუმზე
04 ოქტომბერი 2025
ვეტერინარიუმის ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე და Intrauma-ს ვეტერინარული მიმართულების გენერალური მენეჯერი, სტეფანო დელ მედიკო Intrauma-ს V საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ტარდება რას-ალ-ხაიმაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.
ლაშა-გიორგი მიწვეულია სტეფანო დელ მედიკოს მიერ, ხოლო სიმპოზიუმში მონაწილეობისა და სასტუმროში განთავსების ხარჯს სრულად ფარავს კომპანია.
Intrauma არის იტალიური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ორთოპედიული იმპლანტებისა და ქირურგიული ინსტრუმენტების წარმოებასა და განვითარებაში. კომპანია თავდაპირველად ადამიანთა ორთოპედიულ იმპლანტებზე მუშაობდა, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს ვეტერინარული ქირურგიის მიმართულებასაც, განსაკუთრებით ძვლებისა და სახსრების ოპერაციების კუთხით.
Intrauma-ს სიმპოზიუმი არის სამეცნიერო ღონისძიება ქირურგებისათვის და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება Mamamia Trochlear Resurfacing System, რომელიც არის კვირისტავის ჭაღის ენდოპროთეზირების ინოვაციური სისტემა და ამჟამად ინერგება ვეტერინარულ კლინიკურ პრაქტიკაში ძაღლებში მუხლის სახსრის პათოლოგიების სამკურნალოდ.
სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავს:
- 1 ოქტომბერს -კონგრესისწინა ვორქშოფს Mamamia-ს სისტემაზე, სადაც განიხილება ტექნიკური დეტალები, ოპერაციის დაგეგმვის რეკომენდაციები და შედარებითი ანალიზი სხვა სისტემებთან (PGR და TRA)
- 2-3 ოქტომბერს - კონგრესს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სამეცნიერო სესიები და განხილული იქნება Mamamia-ს სისტემის ქეისების შედეგები, Tibial Plateau Leveling Osteotomy (TPLO) ტექნიკის გამოცდილება და ინოვაციები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ვეტერინარი ქირურგები.
დამატებითი ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ: https://shorturl.at/nEZkv
მსგავსი სიახლეები
11 ნოემბერი 2025
ელენე ცხვარაძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში
28 ოქტომბერი 2025
ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების სისტემა უკვე ვეტერინარიუმში
25 ოქტომბერი 2025
მსოფლიოში აღიარებული ვეტერინარული ქირურგიული ინსტრუმენტები პირველად საქართველოში
23 ოქტომბერი 2025
ქეთო ნატროშვილი - კლინიკა ვეტერინარიუმის ადმინისტრატორი
22 ოქტომბერი 2025