ლაშა-გიორგი ჯაფარიძე მონაწილეობას მიიღებს Intrauma-ს მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმში
29 ივლისი 2025
ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე, 1-3 ოქტომბერს მიიღებს მონაწილეობას Intrauma-ს მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც ჩატარდება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რას-ალ-ხაიმაში.
ლაშა-გიორგი მიწვეულია Intrauma-ს ვეტერინარული მიმართულების გენერალური მენეჯერის, სტეფანო დელ მედიკოს მიერ, ხოლო სიმპოზიუმში მონაწილეობისა და სასტუმროში განთავსების სრულ ხარჯს (2 700 ევრო) ფარავს კომპანია.
Intrauma არის იტალიური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ორთოპედიული იმპლანტებისა და ქირურგიული ინსტრუმენტების წარმოებასა და განვითარებაში. კომპანია თავდაპირველად ადამიანთა ორთოპედიულ იმპლანტებზე მუშაობდა, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს ვეტერინარული ქირურგიის მიმართულებასაც, განსაკუთრებით ძვლებისა და სახსრების ოპერაციების კუთხით.
Intrauma-ს სიმპოზიუმი არის სამეცნიერო ღონისძიება ქირურგებისათვის და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება Mamamia Trochlear Resurfacing System, რომელიც არის კვირისტავის ჭაღის ენდოპროთეზირების ინოვაციური სისტემა და ამჟამად ინერგება ვეტერინარულ კლინიკურ პრაქტიკაში ძაღლებში მუხლის სახსრის პათოლოგიების სამკურნალოდ.
სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავს:
- 1 ოქტომბერს – კონგრესისწინა ვორქშოფი Mamamia-ს სისტემაზე, სადაც განიხილება ტექნიკური დეტალები, ოპერაციის დაგეგმვის რეკომენდაციები და შედარებითი ანალიზი სხვა სისტემებთან (PGR და TRA)
- 2-3 ოქტომბერს – კონგრესი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სამეცნიერო სესიები და განხილული იქნება Mamamia-ს სისტემის ქეისების შედეგები, Tibial Plateau Leveling Osteotomy (TPLO) ტექნიკის გამოცდილება და ინოვაციები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ მსოფლიოს წამყვანი ვეტერინარი ქირურგები
დამატებითი ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ: https://shorturl.at/nEZkv
მსგავსი სიახლეები
08 იანვარი 2026
რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში
22 დეკემბერი 2025
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს ვეტერინარიუმის მიმართულებებს
19 დეკემბერი 2025
ნინო ყუშიტაშვილი და გიორგი ლოლაძე ესტონეთში გაივლიან პროფესიულ გადამზადებას
18 დეკემბერი 2025
ბარბარე ქურციკიძე ბუქარესტში გაივლის ESAVS-ის პროგრამას
17 დეკემბერი 2025