ლავუაზიეს წრე

02 აპრილი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ქიმიით და ბიოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის კონკური "ლავუაზიეს წრე" ჩატარდა. მონაწილეებმა და ფინალისტებმა შეასრულეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო დავალებები, რომლებში დაწერილი ქულების მიხედვითაც გამოვლინდნენ საპრიზო ადგილების მფლობელები.

გამარჯვებულმა მონაწილეებმა მოიპოვეს სასწავლო ვაუჩერები:

Pt ვაუჩერი - 4900 ლარი
Au ვაუჩერი - 2940 ლარი
Ag ვაუჩერი - 1200 ლარი

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, ასევე, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს. 


ვაუჩერები მოაკლდება სწავლის გადასახადს 8 სემესტრის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები