ლავუაზიეს წრე 2023
18 ოქტომბერი 2021
- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა
- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი
- თუ ხარ XI-XII კლასელი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - ლავუაზიეს წრე 2023.
კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.
შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.
თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.
*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება.
კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:
- I ტური - 5 მარტი
- II ტურიდაფინალი - 12 მარტი
კონკურსის შედაგად გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:
15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს
9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს
4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს
* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.
დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.
ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალ უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებითი ნფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.
ვაუჩერი დააფინანსებს 2023 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.
რეგისტრაცია დასრულებულია.
