ლავუაზიეს წრე 2023

18 ოქტომბერი 2021

- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა

- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი

- თუ ხარ XI-XII კლასელი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - ლავუაზიეს წრე 2023.

 

კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი. 

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.   

თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება.  

 

კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

  • I ტური -  5 მარტი
  • II ტურიდაფინალი - 12 მარტი

 

კონკურსის შედაგად გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

 

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს

9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს

4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.  

 

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალ უნივერსიტეტის ფიზიკის  სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებითი ნფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.

 

ვაუჩერი დააფინანსებს 2023 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

რეგისტრაცია დასრულებულია.

 

 

Lavuaziis Wre 2023

მსგავსი სიახლეები