ლავუაზიეს წრე

05 აპრილი 2014

5 აპრილს კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის, ლავუაზიეს წრის გაცნობითი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე აბიტურიენტებს შეხვდნენ აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.

ლავუაზიეს წრის მოსამზადებელი ტურის ფარგლებში ბიოლოგიის ნაწილში ჩატარდა მოლეკულური ბიოლოგიის, უჯრედული ბიოლოგიის და მიკრობიოლოგიური განხრით პრეზენტაციები. მოლეკულური ბიოლოგიის ნაწილში გაკეთდა ხილიდან დნმ-ის გამოყოფის დემონსტრაცია, უჯრედული ბიოლოგის ნაწილში In Vitro ექსპერიმენტალური სისტემების საილუსტრაციოდ ნაჩვენები იყო სხვადასხვაგვარი უჯრედული ხაზები, ასევე ჩატარდა მინი-ლექცია სისხლის შემადგენლობის და სისხლის ჯგუფების შესახებ.

მიკრობიოლოგიურ ნაწილში ჩატარდა ლექცია ადამიანის კანის მიკროფლორაზე და მიკრობების გამოყოფის ტექნოლოგიაზე. ქიმიის მიმართულებით კონკურსის მონაწილეებმა მოისმინეს ლექცია "ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის წესები". ლექციის შემდეგ აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა ჩაატარეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის ტექნიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვის დემონსტრირება.

ლავუაზიეს წრის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი და სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლის განმავლობაში აგრარულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად.

მსგავსი სიახლეები