ლეო ჩიქავას საჯარო ლექცია „დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში"
22 მაისი 2014
აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი - "ერთადერთი დედამიწა".
პროექტის ფარგლებში 21 მაისს კამპუსს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლეო ჩიქავა ეწვია და წაიკითხა ღია ლექცია თემაზე „დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში".
ლექციას აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესია გამოიწვია. გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია და კითხვა-პასუხი.
პროექტი "ერთადერთი დედამიწა" ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.