ლექციათა ციკლი - ერთადერთი დედამიწა
16 მაისი 2014
აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი - "ერთადერთი დედამიწა".
პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.
ლექციათა ციკლის ფარგლებში, 21 მაისს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე 113-ე აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ლეო ჩიქავას საჯარო ლექცია „დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში".
დასწრება თავისუფალია.