ლიტვის ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტის დელეგაცია კამპუსში

20 სექტემბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ლიტვის ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტის (ASU) დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სატყეო მეცნიერებების და ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, სატყეო ბილოგიის და მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი, სატყეო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ტყეების მართვის და მერქნის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ლიტვის სახელმწიფო ტყეების გენერალური დირექტორატის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და ასევე წარმოდგენილი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები.

ვიზიტის მიზანი იყო ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სატყეო და ეკოლოგიური მეცნიერებების კვლევისა და სწავლების მიმართულებით.

ამ მიზნით დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ უნივერსიტეტს შორის.

მსგავსი სიახლეები