ლიზა კაციაშვილი Students for Liberty-ში მიიწვიეს!

27 ივნისი 2018

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიზა კაციაშვილი Students for Liberty-ს სრულფასოვანი თანამშრომელი გახდა!
 
ლიზამ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო მოხალისედ მუშაობა Georgian Students for Liberty-ში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სტუდენტური, ლიბერტარიანული მოძრაობის ნაწილს და რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული.
 
ლიზა პირველი ქართველია ვინც SFL-ში იმუშავებს და მისი პოზიციაა European Programs Associate.
 
რამდენიმე თვის წინ ორგანიზაცია Students for Liberty-ს ორგანიზებით ამერიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს მასშტაბით 50 წევრი-ლიდერი შეირჩა. საქართველოდან კი სწორედ ლიზა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გოგოლაშვილი გაემგზავრნენ, სადაც მათ წლის საუკეთესო ჯგუფის ნომინაციაში გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები