Luca Polare-ს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში

24 მარტი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში პროექტის "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ცნობილი ქართული სანაყინის „Luca Polare"-ს მარკეტინგის მენეჯერი, ნუკი აგლაძე მოიწვიეს.

სტუმარმა ისაუბრა კომპანიის დაარსების, პროდუქტის, სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიების, კონკურენტების და მომავალი გეგმების შესახებ და გაუზიარა საკუთარი ცოდნა სტუდენტებს.

ეს თემები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის და შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრის ბოლოს ნუკი აგლაძემ სიურპრიზი მოუწყო სტუდენტებს, აჩუქა გულსაბნევები კომპანიის ლოგოთი. ასევე გათამაშდა 30-ლარიანი ვაუჩერი სანაყინეში ნებისმიერ პროდუქტზე.

შეხვედრას ორგანიზება აგრარული უნივერსტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა - მარიამ ვაჩნაძემ, ელენე გოგიაშვილმა, ეკატერინა რამიშვილმა და ნიკა ზოიძემ გაუწიეს.

პროექტს "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები