ლუკა პოლარეს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში

25 მაისი 2016

პროექტის ფარგლებში - მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია ლუკა პოლარეს მარკეტინგის მენეჯერი ნუკა აგლაძე.

ნუკამ აუდიტორიას გააცნო კომპანიის პროდუქცია, მარკეტინგული სტრატეგიები, ისაუბრა მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.

სტუმრის პრეზენტაციას აუდიტორიის დიდი ინტერესი მოჰყვა. შეხვედრის მიწურულს ნუკამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პრეზენტაცია დასრულდა მცირე გათამაშებით - საუკეთესო კითხვის ავტორს (ნინო ბართიას) გადაეცა ლუკა პოლარეს დაგროვების ბარათი.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის სტუდენტები: ანი ჩერქეზიშვილი, მარიამ ფოლადაშვილი, ჯუკა მარკოზაშვილი, ნინი ბერძენიშვილი და ლიზა კაციაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელი აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი - მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები