M Group-ის გაყიდვების მენეჯერი კამპუსში
10 დეკემბერი 2015
პროექტის ფარგლებში "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში", კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუს ეწვია "M Group"-ის გაყიდვების მენეჯერი, ლინდა კიკოლაშვილი და დიჯიტალ მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ახვერდაშვილი.
სტუმრებმა ისაუბრეს სუპერმარკეტების ქსელებზე, ასევე სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებზე, რომელიც "M Group"-ს გააჩნია, სტუდენტებს გაუზიარეს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხს.
ორგანიზატორები: აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები: ლევან ჩხატარაშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი ჩომახაშვილი, გიორგი ჩხიკვაძე და ცოტნე ლაბარტყავა.
პროექტს "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.