მაკდონალდსის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჭანტურია კამპუსში

31 მაისი 2016

31 მაისს პროექტის ფარგლებში "მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია "მაკდონალდსის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი საქართველოში, მარიამ ჭანტურია.

სტუმარმა ისაუბრა  კომპანიის საქმიანობაზე საქართველოში, მარკეტინგულ სტრატეგიაზე, კონკურენტულ უპირატესობებზე, მომხმარებელთან ურთიერთობებსა და წარმატების ფორმულაზე. 

შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა აუდიტორიის  შეკითხვებს და  მისცა რჩევები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტები: თამუნა ლომიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი მასლოვი და ბაჩო ადუაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელია აგრარული უნივერსიტეტის - ლექტორი  მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები