მარიამ ბეციაშვილის კოლაბორაციული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Nature Plants-ში

03 იანვარი 2021

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის მენეჯერის მარიამ ბეციაშვილის კოლაბორაციული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Nature Plants-ში (IF 13.297). Genetic elucidation of interconnected antibiotic pathways mediating maize innate immunity. Nat. Plants 6, 1375–1388 (2020).
აღნიშნული ნაშრომი ეხება დაავადებების მიმართ სიმინდის თავდაცვითი მექანიზმების ბიოქიმიური და გენეტიკური მექანიზმების კვლევას და სიმინდის ანტიბიოტიკების ნაზავის შემადგენლობაში შემავალი სპეციალიზირებული მეტაბოლიტების ბიოსინთეზის გზების შესწავლას.

მსგავსი სიახლეები