მარიამ ბერიშვილმა და ლუკა ღლონტმა ერთი სემესტრი გაიარეს ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში
08 ნოემბერი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის სტუდენტებმა მარიამ ბერიშვილმა და ლუკა ღლონტმა ერთი სემესტრი გაიარეს ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Estonian University of Life Sciences).
მარიამმა და ლუკამ გაიარეს საგნები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ვეტერინარული კლინიკური უნარები, კლინიკური ფარმაკოლოგია, დერმატოლოგია და ალერგოლოგია, ქირურგია, პარაზიტოლოგია და პარაზიტული დაავადებები, მცირე ცხოველების კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ფრინველის დაავადებები და სხვა.
სტუდენტების გამგზავრება და სწავლა ესტონეთში შესაძლებელი გახდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ასევე, მარიამ ბერიშვილი 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში ისევ წავა ტარტუში ისეთი საგნების გასავლელად, როგორებიცაა: ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, წვრილი ცხოველების გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი. გარდა ამისა, 2025 წლის ზაფხულში მარიამი 7-კვირიან საგანს - "პრაქტიკული ტრენინგი წვრილი ცხოველების მედიცინაში" - გაივლის ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის წვრილი ცხოველების კლინიკაში.
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი 2026
აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
13 თებერვალი 2026
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
12 თებერვალი 2026
ბიოფსია ვეტერინარიუმში - ზუსტი დიაგნოზისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
09 თებერვალი 2026
პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
08 თებერვალი 2026