მარიამ ნავროზაშვილი სწავლას აგრძელებს University of Strasbourg-ის და University of Freiburg-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
21 აგვისტო 2025
ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ნავროზაშვილი სწავლას აგრძელებს University of Strasbourg-ის და University of Freiburg-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე. ის ისწავლის პოლიმერული მეცნიერებების მიმართულებით (International Master of Polymer Science - IM-PolyS).
პროგრამა ორიენტირებულია პოლიმერული და “Soft Matter“ მეცნიერებების ინტერდისციპლინურ შესწავლაზე და აერთიანებს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებებს.
აგრარულ უნივერსიტეტში საბაკალაბრო პროგრამის senior პროექტის ფარგლებში, მარიამი მუშაობდა წყალბადის ელემენტებში გამოყენებად პოლიელექტროლიტ მემბრანებზე, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი სამეცნიერო ინტერესების ჩამოყალიბებაზე. სამაგისტრო ნაშრომის ამავე მიმართულებით შესრულებას გეგმავს Hahn-Schickard Institute-ში, რომელთანაც აგრარულ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025