მასტერკლასი

06 ნოემბერი 2013

7 ნოემბერს, თბილისის სარეკრიაციო ტყეების  (წყნეთის უბანი) 46 წლიან მაღალი სიხშირის  ფიჭვნარებში ჩატარდა გამოხშირვითი სასწავლო-საჩვენებელი ჭრები, რომლის მიზანია ფიჭვის მაღალპროდუქტიული კორომის ფორმირება.  მოვლითი ჭრები ჩატარდა თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. დამზადებულ საშეშე მერქანი მიეწოდა ადგილობრივ მოსახლეობას. 

მასტერკლასი ჩატარდა თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის (ბ-ნი ვასილ ჩალაძე), საქართველოის აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის (სრული პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი) და მეტყევეთა ასოციაციის ინიციატივით.                    

გამოხშირვით სასწავლო-საჩვენებელ ჭრებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა გერმანელმა მეტყევე-სპეციალისტმა  ვალტერ ბენნეკენდორფი. 
        ,                                                                        

მსგავსი სიახლეები