მასწავლებელთა ტრენინგი ტემპუსის პროექტის ფარგლებში
11 ივნისი 2015
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ტემპუსის (530561 –TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-JPCR - საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის ახალი მოდულების განვითარება მდგრადი ტურიზმის მართვის სფეროში) პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასწავლებელთა ტრეინინგი მე-4 მუდულზე „აგროტურიზმი".
ტრეინინგი ჩაატარეს პროექტის კოორდინატორებმა - იადეს (გერმანია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და პროექტის პარტნიორი - ვორმის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
მასში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან (საქართველო, გერმანია, აზერბაიჯანი, სომხეთი).
მასწავლებელთა ტრეინინგები მომავალშიც გაგრძელდება.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, რომელშიც ჩართულია 30 პარტნიორი, მათ შორის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (გამოყენებითი მეცნიერებების იადეს უნივერსიტეტი, Jade University of Applied Sciences, გერმანია - კოორდინატორი, ლატვია, ირლანდია, ბენეფიციარი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი).
პროექტის ხანგრძლოვობაა 3 წელი. მისი რეალიზება დაიწყო 2012 წელს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 12 ახალი სასწავლო კურსი (მოდული) მდგრადი ტურიზმის მამართულებით, როგორიცაა:
მდგრადობა და რეგიონალური განვითარება:
1. მიმართულების მენეჯმენტი
2. მდგრადი ტურიზმი
3. ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმი
4. აგროტურიზმი
ადამიანური რესურსების განვითარება:
5. საწარმოო სტაჟირება
6. ექსკურსიათმცოდნეობა
7. ადამიანური რესურსების განვითარება მდგრად ტურიზმში
ინტერკულტურული კომუნიკაციები და ენები:
8. ინტერკულტურული კომუნიკაცია და მენეჯმენტი
9. ენა სპეციფიკური მიზნებისთვის
მდგრადი განვითარების ტურიზმის მენეჯმენტი:
10. მცირე და საშუალო საწარმოს მენეჯმენტი
11. კულტურული მენეჯმენტი
12. ელექტრონული სწავლება