MAYHEW International საჯარო სემინარი

24 მაისი 2013

ორშაბათს, 27 მაისს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია  ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია MAYHEW International-ის თავმჯდომარე ქალბატონი ქეროლაინ იეთსი და მთავარი ვეტერინარი ურსულა გოეცი, რომლებმაც საჯარო სემინარი ჩაატარეს.

სემინარის თემა: ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია და კასტრაცია.  

განრიგი

11:00 – 12:00  - პრეზენტაცია თემაზე ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია და კასტრაცია  / 321-ე აუდიტორია

12:00 – 15:00 - პრაქტიკული სამუშაოები (საჩვენებელი ოპერაციები) / საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკა

სემინარზე დასწრება თავისუფალია. პრაქტიკულ სამუშაოებს დაესწრებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და დამწყები სპეციალისტები.

აგრარულ უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოებისა და ცხოველთა უფლებების კომიტეტის მხარდაჭერით.

ადგილმდებარეობა:  დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი  (აგრარული უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.)

დამატებითი ინფორმაციისთვის:  599 790009  / clinic@agruni.edu.ge

მსგავსი სიახლეები