მეათე დასაქმების ფორუმი კამპუსში

12 დეკემბერი 2018

5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში რიგით მეათე დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობაა. კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და განიხილეს მათი კანდიდატურები. დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა ჩართული. დასაქმების ფორუმი ტარდება წელიწადში 2-ჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში, სპეციალურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 100% დასაქმებულია!

მსგავსი სიახლეები