მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები
20 ივნისი 2013
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - გიორგი კვესიტაძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად.
ვულოცავთ ბატონ გიორგის ამ დიდ წარმატებას.