მეცნიერთა დაჯილდოვება
16 მაისი 2013
პარასკევს, 17 მაისს, 16:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 3 თანამშრომელი გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. ჯამში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აკადემიის წევრი 5 აკადემიკოსი და 3 წევრ-კორესპოდენტი მოღვაწეობს.
სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ:
- აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს
- აკადემიკოს თენგიზ ბერიძეს
- აკადემიკოს თენგიზ ურუშაძეს
- აკადემიკოს პეტრე ნასყიდაშვილს
- აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილს
- აკადემიის წევრ-კორესპოდენტ თინათინ სადუნიშვილს
- აკადემიის წევრ-კორესპოდენტ მარლენ გორდეზიანს
- აკადემიის წევრ-კორესპოდენტ ალექსანდრე დიდებულიძეს.
აგრარული უნივერსიტეტი ულოცავს მეცნიერებს ამ დიდ წარმატებას.
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის მე-13 კმ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)
დრო: 17 მაისი, 16:00 საათი