მეექვსე რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში
22 ივნისი 2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა მეექვსე სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის მიხეილ დარასელიას დაბადებიდან 115-ე წლისთავს.