MEF-2015-ის გამარჯვებულები

14 მაისი 2015

2015 წლის 5-8 მაისს სტამბულში ჩატარდა 24-ე საერთაშორისო პროექტების ოლიმპიადა „მომავლის მეცნიერები".

ოლიმპიადაში მონაწილეობდა 25 ქვეყნის 162 მოსწავლე. საქართველოდან ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ კუპატაძე და ლევან ლობჟანიძე (ქიმიის პედაგოგი ელისო აბრამიშვილი).

ქართველი მოსწავლეების პროექტის „მეორადი ზეთების უტილიზაცია და ბიოდიზელის წარმოება" დამუშავებული იქნა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (პროექტის კოორდინატორები პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და თეა მათითაიშვილი).

მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ქიმიაში წარდგენილი სამეცნიერო პროექტისთვის 5 საკონკურსო ადგილიდან მოიპოვეს მე-4 ადგილი და 2000 დოლარი ფულადი პრემია.

მსგავსი სიახლეები