მემორანდუმი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან

05 მაისი 2017

3 მაისს გაფორმდა მემორანდუმი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის. 2016 წლის 11 ივლისის ჩეხეთის რესპუბლიკის №631 მთავრობის დადგენილებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოხატეს სურვილი ითანამშრომლონ ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე "სატყეო განათლების ხელშეწყობა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ჩეხი ექსპერტების მიერ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.“
 
პროექტი მიზნად ისახავს ჩეხი მეტყევე ექსპერტების გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტების და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ახალი თამამედროვე ხელსაწყოებით და ლიტერატურით აღჭურვას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სატყეო საქმის პროგრამის სტუდენტები და პროფესორები.

მსგავსი სიახლეები