მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროსთან
11 ივნისი 2015
10 ივნისს კამპუსს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ეწვივნენ.
სტუმრები აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდნენ და გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრამდე გიგლა აგულაშვილმა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმების პერსპექტივით სტაჟირებას გაივლიან.