მემორანდუმი კრედოსთან
12 დეკემბერი 2018
ბანკი კრედო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.
ბანკმა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 10 თვიანი სტიპენდია დაენიშნებათ აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსელებს რომლებიც სწავლობენ - აგრონომიის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე.
სტიპენდიას მიიღებს აღნიშნული პროგრამის თითო ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი.