მემორანდუმი პოზანის უნივერსიტეტთან

11 ნოემბერი 2015

3 ნოემბერს კამპუსს ეწვივნენ პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი Jan Pikul და ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან ხელი რექტორმა, ლაშა გოცირიძემ მოაწერა.

აქვე დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის.

მსგავსი სიახლეები