მემორანდუმი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან

10 დეკემბერი 2015

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საქართველოს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ ლეჟავამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ სააგენტოში სტაჟირების გავლას. სტაჟირების გავლა მიზნად ისახავს პრატქიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სტუდენტების სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესების მიზნით, მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან თანამშრომლობას.

მსგავსი სიახლეები