მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან
07 აპრილი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარულ უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას შორის დაიდო ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ლაბორატორიულ კვლევებში მიიღონ მონაწილეობა პროფესიული განვითარების მიზნით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა - ლაშა გოცირიძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ანა გულბანმა.