მეთერთმეტე დასაქმების ფორუმი

22 აპრილი 2019

კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში რიგით მეთერთმეტე დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
 
ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობაა.
 
კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და განიხილეს მათი კანდიდატურები.
 
დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანიაა და ორგანიზაციაა ჩართული.

მსგავსი სიახლეები