მეტრომარტის მარკეტინგის მენეჯერები კამპუსში

05 მაისი 2015

4 მაისს, პროექტის - "მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში" - ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვივნენ ჰიპერმარკეტების ქსელის "მეტრომარტის" მარკეტინგის მენეჯერები - გიორგი ლაკირბაია და ნოდარ ჯავახიშვილი.

სტუმრებმა კომპანის მარკეტინგულ სტრატეგიაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

პროექტს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

შეხვედრას ორგანიზება აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებმა - გიორგი ჯანგველაძემ, ლევან წურწუმიამ, ბექა წამალაიძემ, იური ჩიხლაძემ და აკაკი ფაჩულიამ გაუწიეს.

მსგავსი სიახლეები