მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების ოთხი სტუდენტი გერმანიაში ისწავლის
02 აგვისტო 2017
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერასმუს + პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ოთხ სტუდენტს: ნათია ბებოშვილს, დეა ფურცელაძეს, გაიოზ აბზიანიძესა და შოთა ნატროშვილს 9 თვით სწავლა დაუფინანსდათ გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, გერმანიაში.
პროგრამა სრულად ანაზღაურებს მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს.
ვულოცავთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუსურვებთ წარმატებებს!