მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებმა ვაზი დარგეს

15 ნოემბერი 2017

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებმა უნივერსიტეტის ვენახში ახალი ვაზი დარგეს.
 
უნივერსიტეტის ვენახში სტუდენტები ყოველწლიურად ვაზის 2-2 რიგის ჩაანაცვლებენ. ჩანაცვლება ხდება ძველი, ამორტიზებული ხეების ხარჯზე, რომელიც კვლევითი მიზნებისთვის აღარ გამოდგება.
 
ამ ეტაპზე ხორციელდება ჯიშების წორად დაგეგმვა, რაც იქნება კარგი სასწავლო ბაზა მევენახეობის სტუდენტებისთვის.
 
აგრარული უნივერსიტეტი ყოველწლიურად იღებს მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ახალ ნაკადს. ვენახის ჩანაცვლება-გაშენება მათი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

მსგავსი სიახლეები